Sunday, July 10, 2016

მე-9 დღის რეფლექსია

პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ. წარვადგინეთ ჩვენი პროექტები. შევუფასეთ ერთმანეთს წარმოდგენილი პროექტები.
   ტრენინგმა შეგვძინა საჭირო და აუცილებელი ცოდნა პროექტების შედგენასთან დაკავშირებით, რომელსაც აუცილებლად დავგეგმავ და გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო არაჩვეულებრივ ტრენერს, ქალბატონ ნინო კაჟაშვილს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, July 9, 2016

მე-8 დღის რეფლექსია

დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. შევქმენით კითხვარი და ბმულის სახით დავდეთ ბლოგზე.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე 

Sunday, July 3, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა  სტილზე. მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა.

Saturday, July 2, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელ ტრენინგზე დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი-სლაიდ შოუ. ვისწავლეთ როგორ შევქმნათ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა.

Wednesday, June 29, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

ვიმუშავე ბოლო ერთი საათი მოსწავლეების სავარაუდო ნამუშევრების აწყობაზე პოვერ პოინტში.

Sunday, June 26, 2016

მეოთხე დღე

საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი დღე იყო. განვიხილეთ ხუთი მიზნის ხუთი სტრატეგია. შევარჩიეთ მეთოდები, რომლებსაც გამოვიყენებთ მოსწავლეთა შესაფასებლად პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე და შევქმენით წინარე ცოდნის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. 

Saturday, June 25, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

      ტრენინგი გაგრძელდა საინტერესოდ, დავადგინეთ სტანდარტთან შესაბამისობა, განვიხილეთ პროექტის მიზანთან დაკავშირებული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები.    მადლობა ქ_ნ ნინოს.                                           

Wednesday, June 22, 2016

ტრენინგის მე-2 დღე

საინტერესო დღე იყო, ვისწავლე როგორ დავამზადო ბუკლეტები ვორდში,როგორ ვიპოვო და ჩავსვა ბუკლეტში სასურველი სურათები ინტერნეტის საშუალებით.
 მადლობა ქ-ონ ნინოს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.

Sunday, June 19, 2016

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა,  მომეწონა ტრენერი ქ-ნი ნინო, რომელმაც საინტერესოდ და გარკვევით აგვიხსნა პირველი დღეს განსახილველი თემები და პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, შედგა დადებითი კომუნიკაცია.   კმაყოფილი ვარ და იმედია ტრენინგის ბოლომდე კიდევ უფრო საინტერესო  გახდება ჩვენი მუშაობა.